გორის მერია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მეორე ეტაპზეც აგრძელებს.
"დაწესებული შეზღუდვების გამო უსახსროდ დარჩენილი და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის პროდუქტებით მომარაგების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 ათასი ლარი გამოიყო.აღნიშნული თანხით 50 ლარის ღირებულების სურსათის პაკეტებს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2 ათასი ოჯახი მიიღებს", - განმარტავენ მერიაში
უწყებამ სხვადასხვა ორგანიზაციებისგანაც მიიღო შემოწირულობა, რომელსაც იმ ოჯახებს,გადაუნაწილებს, რომლებსაც ცხოვრება მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ.