საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ტესტირების პროცესი მეჯვრისხევის თემის სკოლებიდან დაიწყო.
"პირველ თებერვლამდე ყველა პედაგოგს ჩაუტარდება კორონავირუსზე ტესტირება. ჯანდაცვის ცენტრი ამისთვის მზად არის. იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან მუნიციპალიტეტის სკოლებში მაინც გაგრძელდება სწავლა საკლასო ოთახებში" , - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
სასწავლო პროცესი ახალი წლების არდადეგების შემდეგ, ისევ ონლაინ-რეჟიმში დაიწყო.