Back to Top
სამშაბათი, 26 იანვარი 2021 18:20

გორის მერი: მუნიციპალიტეტში “covid-19” - ის დღიური, მაჩვენებელი 5-ჯერ შემცირდა

"შეზღუდვების დაწესებიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტში “კოვიდ-19” - ის ახალი დადასტურებული შემთხვევების დღიური, ოფიციალური მაჩვენებელი 5-ჯერ შემცირდა" , - ამის შესახებ, ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.


"რომ არა შეზღუდვები აღნიშნული შედეგი ვერ დადგებოდა. მეორე ეტაპის ფარგლებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა 1 თებერვლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. ქვეყანაში კვლავ ძალაში დარჩება რიგი რეგულაციები. გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული მოთხოვნები, რათა არ გვქონდეს ახალი შემთხვევების მატება და საჭირო არ გახდეს შეზღუდვების გახანგრძლივება" , - აცხადებს თავზარაშვილი.

მისივე ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში მუნიციპალიტეტში ინფიცირების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სტაციონარში მკურნალობას 35 კოვიდ-პაციენტი აგრძელებს. თვითიზოლაციაში კი, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 432 მოქალაქე იმყოფება.