Back to Top
სამშაბათი, 02 მარტი 2021 11:52

გორის 2 სკოლაში დირექტორს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

გორის მე-10 და მე-2 საჯარო სკოლებში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

 

 

covid-19 მე-10 სკოლის დირექტორს და 2 მოსწავლეს, ხოლო მე-2 საჯარო სკოლაში ვირუსი 4 მასწავლებელს და 1 მოსწავლეს დაუდასტურდათ.

 

 

რესურსცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული სკოლები ამ დროისთვის სწავლების დისტანციურ რეჟიმზე არიან გადასულები.

 

 

"ორი სკოლა გვყავს სრულად დისტანციურზე დადასტურებული შემთხვევების გამო. ტესტირება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლის წარმომადგენლებს 2 კვირაში ერთხელ უტარდებათ", -აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.