Back to Top
პარასკევი, 02 აპრილი 2021 13:43

ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხანდაზმულები ვაქცინის გაკეთების სურვილს გამოთქვამენ

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხანდაზმულები ასტრაზენეკას ვაქცინის ჩატარების სურვილს გამოთქვამენ.


თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია ამბობს, რომ მოხუცებს სამინისტროს საიტზე დაარეგისტრირებს და ვაქცინას მათთან ერთად თავადაც ჩაიტარებს.


"ჩვენი თავშესაფარი მზად არის ვაქცინის ჩასატარებლად, ჯერ არ დავრეგისტრირებულვარ, მეგონა თვითონ დამიკავშირდებოდნენ, ჩვენგან რაც არის საჭირო ყველაფერს გავაკეთებ, დავარეგისტრირებ ხანდაზმულებს. მეც გავიკეთებ ვაქცინას, ვერსად ვერ დავდივარ იმის შიშით რომ მოხუცებს არაფერი მოვუტანო, ასე რომ მზად ვართ ვაქცინაციისთვის", - განაცხადა ლუდა სალიამ


ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარში 15 - მდე ხანდაზმული ცხოვრობს.