Back to Top
სამშაბათი, 06 აპრილი 2021 14:46

6 აპრილს გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 

დღეს, 6 აპრილს გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა გიუნაშვილმა განაცხადა.

 

 

"ამ დროისთვის 68 აქტიური ქეისი გვაქვს, დღეს გვქონდა ბოლო პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტი, 8 შემთხვევა, წინა დღეებში იყო 1-2 შემთხვევა. რა თქმა უნდა ეს მონაცემები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გამოვლინდა ბევრად მეტი შემთხვევები", - აღნიშნა გიუნაშვილმა