Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აპრილი 2020 13:23

გორში ერთ დღეში თერმოსკრინინგით 5 800-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს

გორის შემოსასვლელებში ერთ დღეში თერმოსკრინინგით 5 800-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა.

შიდა ქართლის გუბერნატორის და რეგიონის საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელის გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ცხელების შემთხვევები იყო და მათგან  რამდენიმე ერთეული განაგრძობს დაკვირვებას.

 

"რამდენიმე ერთეული შემთხვევა იყო კანონის დარღვევის და ბუნებრივია, რომ სამართალდამცავებისგან მკაცრი რეაგირება იყო. ასევე მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებზე. 5 800-ზე მეტი ადამიანი შემოწმდა თერმოსკრინინგით. რაც შეეხება, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კაცს, რომელსაც კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა, კვლავ იქ განაგრძობს მკურნალობას, მისი კონტაქტები კი, თვითიზოლაციაში იმყოფებიან", - განმარტა გიორგი ხოჯევანიშვილმა.