Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აპრილი 2020 15:54

1-ის გარდა, გორის საკრებულოს ყველა წევრი ვალდებულია 10 აპრილს სხდომას დაესწროს

"საკრებულოს ყველა წევრი, ერთის გარდა, ვალდებულია, რომ 10 აპრილს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომას დაესწროს", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის საკრებულოს აპარატის უფროსმა განუცხადა.

 

ზაზა ნასყიდაშვილის თქმით, აღნიშნული საკრებულოს სხდომა, შესაძლოა, შენობის ფოიეში ჩატარდეს.

 

“საკრებულოს სხდომა ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება, სხდომათა დარბაზში ისე დავალაგებთ სკამებს, რომ მოხდეს დისტანციის დაცვა, თუ ისე გამოვა, რომ ყველა დეპუტატი მოვიდა, იმისთვის რომ არ დაირღვეს სოციალურ დისტანცია, სხდომას ჩავატარებთ შენობის ფოიეში“, - ამბობს ზაზა ნასყიდაშვილი.

 

ნასყიდაშვილის განმარტებით, სხდომაზე დასწრება ყველა დეპუტატისთვის სავალდებულოა, გარდა ერთისა, რომელიც რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება.

 

“დეპუტატებს არანაირი პრივილეგია არ ეძლევათ, რომ არ გამოცხადდნენ საკრებულოზე. ეს ფაქტი ჩაითვლება, როგორც გაცდენა და აისახება ხარჯის თანხაზეc, რომელიც არათანამდებობის პირ დეპუტატებზე 400 ლარით განისაზღვრება. ჩვენ საკრებულოში გვყავს ერთი დეპუტატი, რომელიც ასაკის გამო რისკ-ჯგუფს მიეკუთვნება და ვფიქრობ, მხოლოდ ეს ადამიანი არ დაესწრება სხდომას“, - თქვა ნასყიდაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, შემდეგი საკრებულოს სხდომა 10 აპრილს გაიმართება, სადაც დეპუტატები 8 საკითხს უყრიან კენჭს.