Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 აპრილი 2020 16:44

გორის საკრებულო მაისის თვიდან სხდომებს დისტანციურად გამართავს

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალი თვიდან ბიუროს, კომისიის და საკრებულოს სხდომებს ონლაინ რეჟიმში გამართავს.

 

როგორც საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელი ზაზა ნასყიდაშვილი ამბობს, 10 აპრილის საკრებულოს განსახილველ საკითხებს რიგგარეშედ დაემატება ერთი საკითხი, რომლითაც დეპუტატები კენჭს უყრიან საკრებულოს რეგლამენტის ცვლილებას, რათა მომდევნო სხდომები ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.

 

“რეგლამენტი არ გვაძლევდა საშუალებას ონლაინ რეჟიმში ჩაგვეტარებინა სხდომები. დღეს შემოვიდა ინიცირება და საკრებულოს სხდომაზე რიგგარეშე საკითხად გამოვა. რეგლამენტში შევიტანთ ცვლილებას და უფლება გვექნება, მომავალი თვის ბიურო, კომისიები და საკრებულოს სხდომა ჩატარდეს ონლაინ რეჟიმში“, - განაცხადა ზაზა ნასყიდაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 16 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულოს რეგლამენტით არ აქვს უფლება სხდომები დისტანციურად გამართოს, ამ დრომდე ყველა სხდომა ჩვეულ რეჟიმში იმართება.