Back to Top
ხუთშაბათი, 28 მაისი 2020 16:31

გორის სოფლებში ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან აღდგება - რა წესები უნდა დაიცვან მგზავრებმა

"ხვალიდან, შეძლებისდაგვარად ყველა მიმართულებით იმუშავებს ტრანსპორტი", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის ავტოსადგურის დირექტორმა, ზურაბ ჭეჭელაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მძღოლების უმეტესობა უკვე გაფრთხილებულია და ხვალიდან შესაბამისი წესების დაცვით მოემსახურებიან მგზავრებს.

 

"ხვალიდან განვაახლებთ მუშაობას და იმედი გვაქვს, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. მძღოლების უმეტესობა გაფრთხილებულია. იციან, რომ მგზავრები აუცულებლად პირბადით უნდა იყვნენ, ასევე მოქმედებს ფეხზე დგომის შეზღუდვაც. მხოლოდ იმდენი მგზავრი იქნება ტრანსპორტში, რამდენი სავარძელიც არის", - გვითხრა ზურაბ ჭეჭელაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, 29 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას. გორის ავტოსადგურის დირექტორის თქმით, მგზავრობის საფასურის გაზრდას ამ ეტაპზე არ იგეგმება.

 

ამავე თემაზე: ავტოსადგურის დირექტორი: მგზავრობის საფასურის გაზრდა ამ ეტაპზე არ იგეგმება