Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 22 ივნისი 2020 13:33

გორში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ათი დღეა არ გამოვლენილა

გორის მუნიციპალიტეტი კვირის ბოლოსთვის შესაძლოა მწვანე ზონად გამოცხადდეს.


ეს იმაზე იქნება დამოკიდებული დაფიქსირდება თუ არა უახლოეს დღეებში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა.

გორის მერიის ინფორმაციით კორონოვირუსის შემთხვევები გორში 12 ივნისის შემდეგ აღარ გამოვლენილა. თუ ამ პერიოდიდან 2 კვირის განმავლობაში COVID-19 გორში არ დაფიქსირდება, გორი მწვანე ზონის სტატუსს მიიღებს. ორკვირიანი ვადა კი შაბათს, 27 ივნისს იწურება.