Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 12:41

ქიწნისიდან გაგზავნილი ნიმუშების პასუხებს დღის მეორე ნახევარში ელოდებიან

გორის მუნიციპალიტტის სოფელ ქიწნისიდან 300 ნიმუში გაიგზავნა. სულ შიდა ქართლიდან კოვიდტესტირება 376 ადამიანს ჩაუტარდა. აქედან 300 ქიწნისის კლასტერიდანაა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი რეგიონში ეკა კორჩაშვილი ამბობს, რომ ახალი შემთხვევები ამ ეტაპისთვის არ არის გამოვლენილი, გაგზავნილი ნიმუშების პასუხებს კი 17:00 საათისთვის ელოდებიან.