Back to Top
სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020 19:22

აჭარიდან დაბრუნებული გორელი პედაგოგების ტესტის პასუხი covid 19-ზე, უარყოფითია

​გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგების ტესტის პასუხები კოვიდ 19 -ზე, რომლებიც 20 აგვისტოს შემდეგ დაბრუნდნენ აჭარიდან, უარყოფითია.


ამის შესახებ ინფორმაციას გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.

"გორის სკოლების ყველა იმ პედაგოგის ანალიზის პასუხი, რომლებიც 20 აგვისტოს შემდეგ დაბრუნდნენ აჭარის რეგიონიდან, არის უარყოფითი. მშვიდად, ვიცავთ დისტანციას", - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი

​ინფორმაციისთვის, ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით და მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა იმ პედაგოგისთვის, რომელიც 20 აგვისტოს შემდეგ აჭარის რეგიონიდან დაბრუნდა covid19 -ზე ტესტის ჩატარება სავალდებულო იყო.