Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 11:03

16 სექტემბერი: გორში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

შიდა ქართლის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ეკა ქორჩაშვილის თქმით, კორონავირუსი დაუდასტურდა სოფელ ქიწნისში მცხოვრებ ორ პირს.

 

"ორივე მათგანი გორში ქორწილში მყოფთა კონტაქტს განეკუთვნება. რაც შეეხება მესამე პირს, ამ შემთხვევაში ინფიცირება გორის „ცხელების ცენტრში“ მყოფ პირს უკავშირდება" , - განმარტავს ქორჩაშვილი.