Back to Top
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 14:45

გულედანი: გორში ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

შიდა ქართულის მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა რეგიონში არსებულ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

 

მისი თქმით, 16 სექტემბერს გორში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

"ინფიცირებულთაგან 2 უკავშირდება ქიწნისის მეურნეობის კლასტერს, ერთი - სოფელ ტირძნისს. ამ ეტაპისთვის სამივე გადაყვანილია კოვიდმიმღებ კლინიკაში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მოკვლეულია კონტაქტები და ისინი გადასულები არიან თვითიზოლაციაში", - განაცხადა სიმონ გულედანმა.

 

მისივე თქმით, ქიწნისის მეურნეობაში აღებული 15 ნიმუშის პასუხს ელოდებიან.