Back to Top
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 10:49

გორის მუნიციპალიტეტში COVID19 კიდევ 3 არასრულწლოვანს დაუდასტურდა

გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 3 პირს დაუდასტურდა.

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სამივე ინფიცირებული არასწრულწლოვანია.

 

ეკა ქორჩაშვილის თქმით, ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრები ინციფიცირებული პირის კონტაქტები არიან.

 

"ორი ბავშვი, რომელსაც covid19 დღეს დაუდასტურდა იმ ინფიცირებული ქალის შვილები არიან, რომელიც ტირძნისში ცხოვრობს. ხოლო კიდევ ერთი 6 წლის მოზარდი ამ ოჯახის ახლობელია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მიმდინარეობს ეპიდკვლევა და შესაძლო კონტაქტების დადგენა", - გვითხრა ქორჩაშვილმა.