Back to Top
პარასკევი, 18 სექტემბერი 2020 12:13

გულედანი: ტირძნისში დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება

შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებითი შეზღუდვები არ დაწესდება.

"ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება. ინფიცირებულები არიან ბავშვები. სამივე მათგანი გადაყვანილია სპეციალიზებულ კოვიდკლინიკაში. დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა ვინაობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა" , - განაცხადა გულედანმა.

 

ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი 182 ახალი შემთხვევიდან, 3 ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში დადასტურდა. ინფიცირებულები სოფელ ტირძნისში მცხოვრები 6, 11 და 14 წლის ბავშვები არიან.