Back to Top
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2020 17:08

ერთდღიანი პარალიზების შემდეგ გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა განაახლა

გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა დღეს აღადგინა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

 

სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ყველა წესი დაცულია.

 

„გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები. გამკაცრებულია ინფექციის კონტროლი, გამკაცრებულია სანიტარული ღონისძიებები. კლინიკაში შემოსვლამდე ყველა პაციენტს და თანამშრომელს უტარდება დისტანციური თერმოსკრინინგი“, - აცხადებენ გორის სამედიცინო ცენტრში.


ინფორმაციისთვის, გორის სამედიცინო ცენტრმა მუშაობა 1 დღით მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მის თანამშრომელს, რენტგენოლოგს covid-19 დაუდასტურდა. როგორც გაირკვა, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს.