Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 11:40

გორში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა 

გორში კიდევ ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

 

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

 

არსებული ინფორმაციით, პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა. 

 

ინფორმაციისთვის, საქართველოში გასულ 24 საათში კორონავირუსის 887 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის შიდა ქართლში 12 შემთხვევაა გამოვლენილი.