Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 12:18

გორის მე-18 საბავშვო ბაღი კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის მიუხედავად, არ დაკეტილა 

გორის მე-18 საბავშვო ბაღში covid19 - ის შემთხვევის გამოვლენის გამო, ერთი ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა. არსებული ინფორმაციით, დანარჩენი ჯგუფები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. 

 

"რაც შეეხება გორის მე-18 საბავშვო ბაღს, ერთი ჯგუფი სადაც იყო ინფიცირების შემთხვევა გამოვლენილი გადაყვანილია თვითიზოლაციაში, ამავე ბაღის სხვა ჯგუფები ჩვეულებრივად განაგრძობენ სააღმზრდელო პროცესს", - განაცხადეს შიდა ქართლის გუბერნიაში. 

 

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო, სააღმზრდელო პროცესი შეწყდა ფლავის საბავშვო ბაღში.