Back to Top
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2020 13:38

„კოვიდინფიცირებული მეზობლებში დადიოდა“ - სადგურის დასახლებაში ყურადღებას ითხოვენ

გორში, სადგურის დასახლებიდან შუახნის ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

მეზობლების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მაშ შემდეგ დამძიმდა, რაც კოვიდინფიცირებულ შვილთან კონტაქტი ჰქონდა. მისი შვილი "ოქროს ბირჟის" კლასტერს ეკუთვნის, რომლისგანაც მეუღლე დაინფიცირდა. დღეს კი გაირკვა, რომ ვირუსზე ტესტი დედასაც აუღეს, რომელიც სახლში შეუძლოდ გახდა.

 

"ეს ქალი რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვეულებრივად დადიოდა მეზობლებში. არავინ მოსულა, რომ კონტაქტები დაედგინათ, შეიძლება ინფიცირებული იყოს და ვირუსი სხვებისთვისაც გადაედო. ვთხოვთ შესაბამის სამსახურებს მოგვაქციონ ყურადღება, ხალხი ძალიან განიცდის ამ ვითარებას", - ამბობენ სადგურის დასახლებაში.

 

სადგურის დასახლების კონკრეტულ უბანში ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე არც სადეზინფექციო სამუშაოები არც ეპიდკვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა.

 

რადიო "მოზაიკა" გორის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში თქვენს, რომ რეაგირების მიზნით, ინფორმაციას შესაბამის პირებს მიაწვდიან.