Back to Top
შაბათი, 17 ოქტომბერი 2020 12:14

ტელეკომპანია „დიას“ ჟურნალისტს კორონავირუსი დაუდასტურდა

გორში, ტელეკომპანია "დიას" ჟურნალისტს შოთა სადაღაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ის მკურნალობის კურსს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გადის. სადაღაშვილის თქმით, სიმპტომებს შორის აღენიშნება მომატებული ტემპერატურა, ხველა და ტკივილი გულ-მკერდის არეში.

 

"რაიმე განსაკუთრებული სიმპტომი არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით, ხველებას, ცხვირში მიჭერს ცოტა და ტკივილი გულმკერდის არეში. ასევე დაბალი ტემპერატურა" , - ამბობს შოთა სადაღაშვილი.