Back to Top
კვირა, 18 ოქტომბერი 2020 18:14

გორის სასულიერო გიმნაზია covid19-ს დადასტურების გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის სასულიერო გიმნაზია დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.


ამის შესახებ, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა განაცხადა.

"შიდა ქართლში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 37 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აშკარად გაზრდილია რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით. პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპისთვის რეგიონში სულ 192 ინფიცირებულია, აქედან 58 სახლში მკურნალობა. ინფიცირებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. აღნიშნულთან დაკავშირებით, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გორის სასულიერო გიმნაზია" , - განაცხადა სიმონ გულედანმა.

მისივე ცნობით, დღევანდელი ინფიცირებული პაციენტების 80% არის დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტები. ისინი ვირუსის გამოვლენამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ