Back to Top
კვირა, 18 ოქტომბერი 2020 20:41

გორში, კორონავირუსი ჰოსპიტალის ქირურგს დაუდასტურდა

გორში, სამხედრო ჰოსპიტალის ქირურგს covid-19 დაუდასტურდა.

 

არსებული ინფორმაციით, ინფიცირების შესახებ მან გეგმიური ტესტირების შედეგად გაიგო, მოგვიანებით კი ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა.

 

40 წლამდე ასაკის ქირურგი ჰოსპიტალის პარალელურად თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურშიც მორიგეობდა და როგორც გაირკვა, მისი ინფიცირებაც სწორედ იქ მოხდა.

 

18 ოქოტომბრის მონაცემებით, შიდა ქართლში კოვიდინფიცირების სულ 37 შემთხვევაა გამოვლენილი.