Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 13:31

„გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

გორმედის“ ქსელის კოვიდკლინიკებში 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

 

გორისა და ხაშურის კოვიდკლინიკებში, ამ დროისთვის, სტაციონარული მკურნალობა უტარდება 116 პაციენტს. ინფორმაციას ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

 

"12 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთაგან 3-ის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ბოლო 36 საათის განმავლობაში აღნიშნულ კოვიდკლინიკებში მოთავსებული ინფიცირებულებიდან ორი პაციენტი გარდაიცვალა, ერთი 66 წლის, მეორე კი - 72 წლის" , - აცხადებენ კლინიკაში.

 

როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსის 56 შემთხვევა დადასტურდა.