Back to Top
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020 15:44

გორის მერიის საფინანსო განყოფილების 2 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა

გორის მერიის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

საფინანსო განყოფილების უფროსის მოადგილისგან, როგორც გორის მერი ამბობს, მისი ერთ-ერთი თანამშრომელიც დაინფიცირდა. მათი მდგომარეობა კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სტაბილურია.

 

აღნიშნული შემთხვევის გამო საფინანსო განყოფილება მთლიანად თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ტესტის პასუხებს კი ხვალისთვის ელოდებიან.

 

"დაახლოებით 15 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. ვესაუბრე ინფიცირებულ თანამშრომლებს და თავს ნორმალურად გრძნობენ. კონტაქტში მყოფი თანამშრომლების ანალიზების პასუხები ჯერ არ ვიცით"-აღნიშნა თავზარაშვილმა.