Back to Top
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2020 16:01

კორონავირუსი გორის მერიის კანცელარიის სამ თანამშრომელს დაუდასტურდა 

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში კორონავირუსი კიდევ სამ თანამშრომელს დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ინფიცირებულები კანცელარიის თანამშრომლები არიან. 

 

გუშინ, 27 ოქტომბერს covid 19 დაუდასტურდათ ასევე მერიის საფინანსო სამსახურის თანამშრომლებსაც.

 

მერიაში ამბობენ, რომ მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ინფიცირებული თანამშრომლების შესახებ განცხადებას ჟურნალისტებთან 17:00 საათზე გააკეთებს. 

 

 

 

ამავე თემაზე: გორის მერიის საფინანსო განყოფილების 2 თანამშრომელს covid-19 დაუდასტურდა