არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ შემუშავებულ წესებსა და რეკომენდაციებს გორელი პოლიტიკოსებიც იცავენ, თუმცა ინფიცირების შემთხვევები მათ შტაბებში მაინც დაფიქსირდა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ამბულატორიის ექიმი, ნუნუ იარდალაშვილი, კორონავირუსით შესაძლო ინფიცირების შემთხვევაში, მოსახლეობას მკურნალობის წესებს და რეკომენდაციებს უზიარებს.
გორში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის გორის მერიისა და სამედიცინო დაწესებულების ერთობლივი დაფინანსებით, ტრანსპორტი გამოიყოფა. შეზღუდვების პერიოდში ექიმები და ექთნები აღნიშნული ტრანსპორტით ისარგებლებენ.