Back to Top
 

JPrize Web Geo

covid-19

კორონა ვირუსი (162)

საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შემდეგ გორში 2 მძღოლი დააჯარიმეს.


რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, მანქანით გადაადგილებისას მძღოლის გვერდით სავარძელზე მეორე მგზავრი იჯდა, რაც კარანტინის წესების თანახმად აკრძალულია. ორივე მძღოლი ამბობს, რომ 2 სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულის შესასვლელთან  3000 ლარიანი ჯარიმა დაუწერეს. 

 

საყოველთაო კარანტინი საქართველოში 31 მარტიდან ამოქმედდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის ტრანსპორტით გადაადგილებაზეც.

 

კონკრეტულად კი დღის საათებში დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები — მანქანაში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი და აქედან ორი აუცილებლად უკანა სავარძელზე.

 

"ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის არ გათვალისწინების შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს",-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გორის მერის მოადგილები ერასტი ელიჯარაშვილი და პაატა ივანიშვილი, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ შემოწირული საკვები პროდუქტების განაწილებას აგრძელებენ.
გვერდი 41 სულ 41