Back to Top
covid-19

კორონა ვირუსი (316)

მთავრობის გადაწყვეტილებით ყველას, ვინც მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, კომუნალური გადასახადი 3 თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდება.

შიდა ქართლის გუბერნატორის ინფორმაციით, კარანტინის მესამე დღემ და ღამემ შიდა ქართლის რეგიონში მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის გასასვლელებში მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოინახულა და მოქალაქეთა მიერ კარანტინის პირობების შესრულების მდგომარეობას გაეცნო.


"მოქალაქეთა შემოწმება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, დარღვევები თითქმის არ შეინიშნება, არც სიცხიანი მოქალაქე დაფიქსირებულა. მოსახლეობა გაგებით ეკიდება კარანტინის პირობებს და ცდილობს დაიცვას არსებული მოთხოვნები. მე იმედი მაქვს, რომ საერთო ძალისხმევით მალე დავამარცხებთ პანდემიას და ჩვენი მოსახლეობა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება“, - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.


მოქალაქეების გადაადგილების კონტროლისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით საკონტროლო გამშვები პუნქტები გორის მასშტაბით 5 ადგილასაა მოწყობილი.

 

 

 

მოქალაქეთა გადაადგილებასა და უსაფრთხოების ზომების დაცვას თავდაცვის სამინისტროსა და შსს სამინიტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.