გორში მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის გორის მერიისა და სამედიცინო დაწესებულების ერთობლივი დაფინანსებით, ტრანსპორტი გამოიყოფა. შეზღუდვების პერიოდში ექიმები და ექთნები აღნიშნული ტრანსპორტით ისარგებლებენ.
,,გორმედის" ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე მკურნალობას გადის 243 ინფიცირებული სტაციონარული პაციენტი, მათგან 15-ის მდგომარეობა ფასდება მძიმედ, კრიტიკულად მძიმეა 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.