"გორმედის" კოვიდკლინიკის ხელმძღვანელის მერაბ მაისურაძის თქმით, საავადმყოფოში სასუნთქი აპარატების დეფიციტი არ არის. მისი განმარტებით, ისეთი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ვინმეს აპარატი დასჭირდა და მათ ვერ უზრუნველყვეს პაციენტი.
"დაახლოებით ბოლო 1 კვირის განმავლობაში, აშკარად დადებითი ტენდენცია გვაქვს. გამოჩნდა უფრო მეტი თავისუფალი ადგილი და უფრო მეტი ავადმყოფისთვის შეგვიძლია დახმარების გაწევა" , - აცხადებს "გორმედის" კოვიდკლინიკის ხელმძღვანელი მერაბ მაისურაძე.
გაეროს კალენდრის მიხედვით, 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, პანდემიის პირობებში მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობა შეაფასეს გორში მომუშავე უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა.