Back to Top
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 13:46

ოკუპანტების მიერ გენადი ბესტაევის დაკავებიდან ერთი წელი სრულდება 

Rate this item
(0 votes)

ზარდიაანთაკარიდან გენადი ბესტაევის გატაცებიდან 21 ნოემბერს ერთი წელი სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძვნებელი, დავით ქაცარავა ავრცელებს. 

 

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ბესტაევი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. ამ დრომე კი ქართულ მხარეს რეაგირება არ მოუხდენია. 

 

"2019 წლის 21 ნოემბერს ოკუპანტებმა გაიტაცეს საქართველოს მოქალაქე, ზარდიანთკარელი გენადი ბესტაევი. საკუთარი სახლიდან. ოკუპანტებმა მას 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მისი საქმე ამ მთავრობამ დავიწყებას მისცა. ანუ, უფრო სწორად დაიკიდა. 2020 წლის 11 ივლისს ოკუპანტმა ორკებმა სხვილოს ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიიდან, იდეაში ჩვენი ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ზონიდან ჯერ დაჭრეს და შემდეგ გაიტაცეს ქვემო ჭალის მცხოვრები, ზაზა გახელაძე.
5 თვეა გასული მისი გატაცების დღიდან და ისეთი პირი უჩანს, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს დავიწყებას მისცეს გახელაძის საქმე, ანუ დაიკიდოს. გენადი ბესტაევი აღარც უხსენებიათ დღევანდელ სიუჟეტში და არც ხელისუფლება არის ამ საკითხის აქტუალიზაციით დაინტერესებული", - ამბობს ქაცარავა. 

 

დავით ქაცარაცას აზრით, გენადი ბესტაევის საკითხი ხელისუფლებას "თაროზე აქვს შემოდებული" და მისი მდგომარეობით არ ინტერსდება. 

 

 

სავარაუდოდ ამ პოსტზე შემოვარდებიან ტროლები ან ტროლმაგვარი მოქალაქეები და დაიწყებენ - აბა რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ომი დაიწყოს? არა, ომის დაწყებას ამ კოლაბორაციონისტ მთავრობას არავინ თხოვს, მაგრამ ყველას გაგახსენებთ ვაჟა ექიმის ამბავს, როდესაც საზოგადოების ზეწოლის შედეგად მთელი ცივილიზებული სამყარო ჩაერთო ვაჟა ექიმის გათავისუფლების "ოპერაციაში" და 50 დღეში ვაჟა ექიმი დაუბრუნდა თავის ოჯახს. რამე განსხვავებული ხდება გენადი ბესტაევის და ზაზა გახელაძის შემთხვევებში? არა, მაგრამ რადგან ბესტაევი-გახელაძის ოჯახები ვერ უბედავენ ხელისუფლებას იმის მეასედსაც, რაც გააკეთა ვაჟა ექიმის ოჯახმა მის გასათავისუფლებლად, ამიტომ ეს ქოცმთავრობა იკიდებს და თვითდინებაზე უშვებს გენადი ბესტაევის და ზაზა გახელაძის ბედ-იღბალს. არადა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ასე ამბობდნენ და იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები", - წერს ქაცარავა.

Read 140 times Last modified on ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 13:51