Print this page
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 15:45

ატენის სიონთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა 

Rate this item
(0 votes)

ატენის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა დასრულდა. 

 

სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. მისი ღირებულება დაახლოებით 1.3 მილიონი ლარია.

 

პროექტი ითვალისწინებდა საფეხმავლო ბილიკის მოწყობას, საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას.

 

 

 

 

"სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში  ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის", - ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

სამუშაოები 2019 წლის სექტემებრში დაიწყო და მიდმინარე წლის ნოემბერში დასრულდა.

 

დასრულებული სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან სიმონ გულედანთან ერთად დაათვალიერა.

 

 

 

Read 253 times Last modified on ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 15:51