Back to Top
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2020 16:35

გორის მერიას 1 წლის განმავლობაში ხანძრით დაზარალებულმა 13 ოჯახმა მიმართა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიას, ერთი წლის განმავლობაში ზარალის ანაზღაურების მიზნით ხანძრით დაზარალებულმა 13 ოჯახმა მიმართა.

 

"ერთი წლის განმავლობაში ხანძრით დაზარალებულმა 13 ოჯახმა მიმართა გორის მერია. აქედან 10 ოჯახს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა, 3 -ს უარი ეთქვა, რადგან საჭირო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინეს მოქალაქეებმა. საერთო ჯამში, ამ მიმართულებით გორის მერიამ 25 000 ლარი დახარჯა", - განმარტავენ მერიაში

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერია ხანძრით დაზარალებულ ოჯახებს 3000 ლარამდე თანხით ეხმარება.

 

Read 167 times