მერიაში განმარტავენ, რომ საკითხზე შესაბამის სამსახურთან ერთად მუშაობენ.
“მუნიციპალურ ტრანსპორტის დანიშვნის შემთხვევაში გორის მერია გარკვეულ კატეგორიაზე შეღავათებს დააწესებს, ამაზე მუშაობა მიდის და საჭირო დოკუმენტის მომზადების შემთხვევაში გახდება საჯარო. რაც შეეხება იმას თუ როგორ გადაიხდიან მგზავრობის თანხას მოქალაქეები, დაწესდება თუ არა ბარათები, ამასაც მას შემდეგ შევიმუშავებთ როდესაც ავტობუსები გადმოგვეცემა“, - ამბობენ მერიაში
ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტს მუნიციპალური განვითარების ფონდი 30 ავტობუსს გადასცემს.