Back to Top
პარასკევი, 20 ნოემბერი 2020 15:53

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ნაწილში სველი წერტილების რეაბილიტაცია დასრულდა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სკოლების  დიდ ნაწილში სველი წერტილების რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, 2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 33 სკოლაში დაიგეგმა და თითქმის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების სარეაბილიტაციო პროექტი სველი წერტილების მოწესრიგებას ითვალისწინებდა.

 

"სველი წერტილების რეაბილიტაციის პარალელურად გორის #8 და ქვარხვრელის საჯარო სკოლებში სპორტული მოედნების მოეწყობაც დაიგეგმა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 1 056 795 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანის, არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისის, დიცის, პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის #4, #7 და #8 საჯარო სკოლებში", - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Read 98 times