Back to Top
პარასკევი, 20 ნოემბერი 2020 16:15

გორის მერიამ ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებზე თანხა 124 - ჯერ გასცა

Rate this item
(0 votes)

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ოჯახების სოციალური დახმარება, გორის მერიამ ერთ წელში 124 - ჯერ გასცა.

 

 

მერიაში ამბობენ, რომ დახმარებით ომის მონაწილე 6 - მა ვეტერანმა ისარგებლა. 

 

“დახმარებით ისარგებლა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 6-მა ვეტერანმა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლმა შშმ ვეტერანმა. წლის განმავლობაში ეს კატეგორია დახმარებას იღებს სამჯერადად, 9 მაისს, 26 მაისს და ცალკე სოციალურს. წელს 124-ჯერაა გაცემული ეს დახმარება და თანხა შეადგენს 35 600 ლარს”, - ამბობენ მერიაში.

 

 

ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადად, 300 ლარის ოდენობით თანხა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა ( ვეტერანთა) ოჯახებზე გაიცემა.

Read 159 times