Back to Top
პარასკევი, 20 ნოემბერი 2020 17:39

არასამთავრობო ორგანიზაციები გორში ადგილობრივი პრობლემების მოგვარებისთვის ერთიანდებიან

Rate this item
(0 votes)

გორის საინფორმაციო ცენტრის-შიდა ქართლის ჰაბის, საზოგადოება "ბილიკისა" და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის ინიციატივით, შიდა ქართლში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა ონლაინ შეხვედრა გამართეს.

 

დისტანციურად შეკრების მიზანს, საერთო პრობლემების გამოვლენა და მასზე ერთობლივი რეაგირების ინიცირება წარმოადგენდა.

 

"ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა, საშუალებას მოგვცემს ერთის მხრივ გავაერთიანოთ რესურსები და გამოცდილება და შევეჭიდოთ პრობლემას, რომლის მოგვარებაც ცალკე აღებული ორგანიზაციებისთვის რთული, ან შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო მეორეს მხრივ გამოვცადოთ საკუთარი თავი, თუ რამდენად შეგვიძლია ერთობლივი მოქმედება და სერიოზულ პრობლემებზე ეფექტიანი რეაგირება, რაც საშუალებას მოგვცემს დავანახოთ საზოგადოებას, გადაწყვეტილების მიმღებთ და სხვა დაინტერესებულ მხარეებს, რომ ადგილობრივი სექტორი შედგა, ანგარიშგასაწევი ძალაა და სანდო პარტნიორია და არა ცალკე აღებული ორგანიზაციების ნაკრები“,-აღნიშნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენელმა გორში, დაკო მურადაშვილმა.

 

შეხვედრის გამართვამდე ორგანიზაციების ნაწილმა წარმოადგინა იმ პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც მათი შეხედულებით საერთოა, ადგილობრივ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს და მათი გადაჭრისთვის ერთობლივი მოქმედებაა საჭირო.

შეხვედრაზე ორგანიზაციებმა ორი მთავარი პრობლემა გამოკვეთეს.

 

1. თვითმმართველობის მხრიდან ახალი პროექტების ინიცირებისა და დაგეგმვის საწყის ეტაპებზევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის უზრუნველყოფა. (სსო-ების აზრით, ამ საშუალებით თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უფრო ეფექტური და საზოგადოებაზე ორიენტირებული იქნება).

 

2. თვითმმართველობასთან დასვენების, გართობის, სპორტისა და რეკრეაციული ინფტასტრუქტურის პროექტირების კონცეფციის შემუშავება (განლაგება, თემატიკა და ა. შ.), ასევე თვითმართველობასთან თანამშრომლობით და კონცეფციის ნორმატიულ დოკუმენტებში რეალიზების ადვოკატირება.

 

გამოკვეთილი პრობლემები, როგორც პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ფიქრობენ, მოქალაქეთა ჩართულობას გაზრდის, მონაწილეობის ახალი, უფრო ეფექტური მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვას შეუწყობს ხელს.

 

საკუთარ ინიციატივებს ორგანიზაციები ადგილობრივ ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში გააცნობენ.

 

ავტორი: ნინო ჩიბჩიური

 

 

Read 239 times Last modified on შაბათი, 28 ნოემბერი 2020 21:20