Back to Top
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020 11:58

გორში 3 პედაგოგს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა

Rate this item
(1 Vote)

გორის მუნიციპალიტეტში, განათლების სამინისტრომ 3 პედაგოგს მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა.

"განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონდე ღვაწლმოსილ და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლებს მარინე ვართუმაშვილს, ანნა შატაკიშვილს და ირმა კურტანიძეს მიენიჭათ მენტორი მასწავლებლის სტატუსი" , - განაცხადეს სამინისტროში.

 

მარინე ვართუმაშვილი - გორის N12 სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელია, იგი "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს" ფინალისტიც იყო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან "მწვანე ჯილდოც" მიიღო, რომელსაც უწყება ყოველწლიურად გადასცემს იმ პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი კუთხით, ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას.

 

ანნა შატაკიშვილი - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში გერმანულ ენას ასწავლის. მან 2019 წელს გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიიღო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისგან.

 

ირმა კურტანიძე - გორის N9 და N11 საჯარო სკოლაში რუსულ ენას ასწავლის. მან 2019 წელს რუსული ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება მიიღო. წელს კი, ნომინირებულია მასწავლებლის გლობალური ჯილდოს "GLOBAL TEACHER AWARD 2020" პრემიაზე.

 

როგორც ცნობილია, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის – 1000 ლარია.

Read 1168 times