გორის მერიაში ამბობენ, რომ ველობილიკის მოწყობა, ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ჭალის დასახლებაში რაგბის სტადიონამდე გაგრძელდება.
"ველო ბილიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ იწყება და გაივლის 26 მაისის სანაპიროს, ახალბაღს, გურამიშვილის ქუჩას, ახლად რეაბილიტირებულ ბარნოვის ქუჩას, ძმები რომელაშვილების ქუჩას, ფერაძის ქუჩას. ფერაძის ქუჩიდან ველობილიკი ორ შტოდ, თამარ მეფისა და სარაგბო კომპლექსის მიმართულებით გაგრძელდება", - ამბობენ მერიაში