Back to Top
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020 13:09

ქაცარავა: ზარდიანთკარიდან გატაცებულ მამაკაცის ოჯახს, მის შესახებ ინფორმაცია არ აქვს

Rate this item
(0 votes)

20 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარიდან რუსმა ოკუპანტებმა მირიან თაზიაშვილი გაიტაცეს.

 

ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ გატაცებულის ოჯახს მეხუთე დღეა, მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

 

"ამ წუთას ვესაუბრე მირიან თაზიაშვილის მეუღლეს, დღესაც საერთოდ არაფერი იცის ოჯახმა გატაცებულის შესახებ. სრულად მიტოვებულია და საერთოდ არავინ მისულა ხელისუფლებიდან მასთან. შესაბამისად, არც არაფერი იცის რა ხდება მისი მეუღლის თავს. ისევ უყურადღებობა და პრობლემაში მყოფი ოჯახის მიტოვება. საქართველოს მთავრობა ცხელი ხაზი ხომ გააქტიურეთ? კიდევ ერთხელ დარეკეთ, გაარკვიეთ რა ხდება გატაცებულთან დაკავშირებით და გააგზავნეთ იმ ფიქციური სამინისტროს წარმომადგენელი ოჯახთან, რომელსაც პირდაპირ ეკუთვნის ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერა!", - წერს ქაცარავა. 

Read 149 times