Back to Top
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020 13:21

ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე, ონლაინ კონფერენციაში ომგამოვლილი ქალები მონაწილეობენ

Rate this item
(0 votes)

"არა ქალთა მიმართ ძალადობას!", - კონფერენციაში კონფლიქტით დაზარალებული ქალები მონაწილეობენ.

 

ონლაინ კონფერენცია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიისა და პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, მიმდინარეობს.


შევუერთდეთ ნარინჯისფერ მსოფლიოს! ერთად ვუთხრათ არა ქალთა მიმართ ძალადობას!-ამ თემაზე ონლაინ შეხვედრას დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალები გორის მუნიციპალიტეტიდანაც ერთვებიან.

 

კონფერენცია ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი „თანაზიარი“ (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) ერთად, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

 

16-დღიანი კამპანიისა და პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში გამართავს ონლაინ კონფერენციას თემაზე:

 


"იზოლაცია და კომენდანტის საათი, რასაც ადგილი აქვს COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ზოგადად ოჯახში ძალადობის რისკებს ზრდის. საქართველოში ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. პროექტის მთავარი სამიზნე ჯგუფია იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ადამიანები, ხოლო ერთ - ერთი მთავარი მიდგომაა მათი ჩართულობა და ინფორმირობულობის გაზრდა სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის“,-აცხადებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი.

 

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან აღინიშნება, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება.

 

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.

Read 176 times Last modified on ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020 13:30