Back to Top
პარასკევი, 27 ნოემბერი 2020 13:18

ატენის და ფლევის თემში საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის და ფლევის თემში ცხადდება საგრანტო კონკურსი, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის ფარგლებში.



პროექტი მიზნად ისახავს სასოფლო სამეურნეო სავარგულების წყლით უზრუნველყოფას, საირიგაციო სისტემის და მრავალწლოვანი კულტურებისთვის საყრდენი სისტემის მოწყობას.


გრანტის მაქსიმალური ოდენობა 10000 ამერიკული დოლარია.


მსურველებმა უნდა შეავსონ ბეჭდური ან ელოქტრონული ვერსიები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში და თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში.


დაინტერესებულმა პირებმა ატენის და ფლევის თემში უნდა მიმართონ ლევან მუმლაძეს

მობ: 577 080500;

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.


განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2020 წლის 30 ნოემბერია.


პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ და ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

Read 169 times Last modified on პარასკევი, 27 ნოემბერი 2020 13:29