"სახლში შესვლა, დათვალიერება და დასურათება ვერ მოხერხდა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართია 1210 კვ.მ. საცხოვრებელი საერთო ფართი 224.9 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 51 კვ.მ., საიდანაც რეალიზაციას ექვემდებარება 1/7 წილი" , - აცხადებენ აღსრულების ბიუროში.
აღნიშნული ფართი შეფასებულია 6 300 ლარად, თუმცა აუქციონზე მისი საწყისი ფასი 3 150 ლარია.