Back to Top
შაბათი, 28 ნოემბერი 2020 12:23

გორში, ტაქსის მძღოლი მოქალაქეებს უფასო მომსახურებას სთავაზობს

Rate this item
(0 votes)

ტაქსის მძღოლმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, რადიო " მოზაიკას" უთხრა, რომ ტაქსით, უფასოდ მოემსახურება იმ მოქალაქეებს, რომლებსაც უჭირთ და სოციალურად დაუცველები არიან.



" მე მხოლოდ, მინდა მცირედით მაინც დავეხმარო ხალხს, რითაც შემიძლია, ამიტომ გადავწყვიტე უფასოდ მოვემსახურო ვისაც, ამის საჭიროება აქვს, არ მინდა ჩემი ვინაობა გაავრცელოთ, მეუხერხულება ძალიან", - გვითხრა მან.


ტაქსის მძღოლმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელშიც განათავსა.


"ვინც ხართ სოციალურად გაჭირვებული და არ გაქვთ ტაქსით გადაადგილების საშუალება დამირეკეთ მოგემსახურებით უფასოდ".


ტელეფონი - 511166438 

Read 580 times