Back to Top
შაბათი, 28 ნოემბერი 2020 13:00

სოფლად მცხოვრები ქალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის და ფლევის თემში ქალებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა.



საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ ქალებმა, რომლებსაც აქვთ მარტოხელა მშობლის, მრავალშვილიანი დედის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსი, ასევე  ქალები, რომელიც ცხოვრობენ ავადმყოფ / შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ(ებ)თან ერთად.



საგრანტო დაფინანსება გულისხმობს სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სასოფლო სამეურნეო შრომის მოწყობილობების, დანადგარების შეძენას ატენის და ფლევის თემში.



გრანტის მაქსიმალური ოდენობა  1500 (ათას ხუთასი) ამერიკული  დოლარია.



მსურველებმა უნდა შეავსონ ბეჭდური ან ელოქტრონული ვერსიები, რომლებიც ხელმისაწვდომია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში და თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში.



დაინტერესებულმა პირებმა ატენის და ფლევის თემში უნდა მიმართონ ლევან მუმლაძეს


მობ: 577 080500;

ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.;ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.



განაცხადის წარდგენის საბოლო ვადა 2020 წლის 7 დეკემბერია


პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ და ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)

Read 239 times Last modified on შაბათი, 28 ნოემბერი 2020 13:11