განკარგულების პროექტი მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა.
“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია თამარ მეფის ქუჩა №58-ში მცხოვრები ლაშა ხალიშვილის განცხადება, რომელიც აღნიშნავს, რომ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ღამის საათებში ტაქსის მძღოლები იწვევენ ხმაურს და დისკომფორტს უქმნიან ადგილობრივ მოსახლეობას. მიუხედავად ტაქსების გადამზიდავის გაფრთხილებისა, აღნიშნული პრობლემა კვლავაც მეორდება“, - წერია განკარგულებაში
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოსთან, ერთად შეისწავლა ზემოაღნიშნული საკითხი და მიზანშეწონილად მიაჩნია საგზაო ნიშნების განთავსება.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აღნიშნულ საკითხს კენჭს 11 დეკემბერს უყრის.