Back to Top
სამშაბათი, 12 იანვარი 2021 13:57

საქართველოს ფოსტის გორელი კურიერების ნაწილი სამსახურში დაბრუნდა 

Rate this item
(0 votes)

საქართველოს ფოსტის გორელი კურიერების ნაწილი სამსახურში დაბრუნდა. ორმა მათგანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. 

 

 

როგორც რადიო "მოზაიკას" ერთ -ერთმა კურიერმა უთხრა, მათ კონსულტაცია იურისტთან გაიარეს და გადაწყვიტეს მუშაობის გაგრძელება.

 

 

"ჩვენმა იურისტმა გვირჩია, რომ გაგვეგრძელებინა მუშაობა, შემდეგ კი სამართლებრივი პროცედურებით დაცვით მოგვეთხოვა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ფოსტამ ჩვენი მოთხოვნები არ გაითვალისწინა და ამ ორ დღეში უკვე ორმა კურიერმა დატოვა სამსახური. ვინც დავრჩით იმათზე გადმოვიდა დარჩენილი საქმე. სავარაუდოდ, ყველას ასე მოგვიწევს, რადგან ფიზიკურად ვერ შევძლებთ ასეთ პირობებში მუშაობას. გაორმაგებული საქმე და ანაზღაურება იგივე. ჯერჯერობით ვაგრძელებთ მუშაობას", - ამბობს კურიერი. 

 

 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ფოსტის გორის სერვისცენტრის კურიერები 5 იანვარს გაიფიცნენ და ხელფასის მომატება მოითხოვეს. ფოსტამ ყველა მათგანს შრომითი ხელშეკრულებები შეუჩერა. კურიერებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ფოსტა მათ გაფიცვას არაკანონიერს უწოდებდა.

Read 574 times Last modified on სამშაბათი, 12 იანვარი 2021 14:43