Back to Top
სამშაბათი, 12 იანვარი 2021 16:04

გორში, ახლადშექმნილ ტრანსპორტის სააგენტოში, საწყის ეტაპზე 11 ადამიანი დასაქმდა

Rate this item
(0 votes)

ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ გიორგი ლომიძე დაინიშნა.

 

ზურა ჯირკველიშვილის განმარტებით, მანამდე ის სამეწარმეო საქმიანობით იყო დაკავებული ამჟამად კი უკვე ახლად შექმნილი მუნიციპალური ორგანიზაციის თანამშრომელია. ხელმძღვანელთან ერთად ტრანსპორტის სააგენტოში ამ დროისთვის სულ 11 ადამიანი მუშაობს. 

 

"მოადგილედ გიორგი ლომიძე დავნიშნე. მანამდე ის კერძო ბიზნესში მუშაობდა, კარგი ოჯახიშვილია. აქტიური ადამიანია, ტექნიკური განათლება არ აქვს, თუმც სამშენებლო ბიზნესში ინჟინერად მუშაობის გამოცდილება აქვს. სააგენტოში ამ ეტაპზე სულ 11 ადამიანი ვმუშაობთ. მათ შორის, ბუღალტერი, შესყიდვების, ზედამხევდელობისა და მონიტორინგის სამსახურების წარმომადგენლები და ა.შ. ეს ამ ეტაპისთვის, რაც სხვადასხვა გადაუდებელი საქმეების შესრულებისთვის იყო აუცილებელი. რა თქმა უნდა ეს რაოდენობა სააგენტოს სრულყოფილად მუშაობისთვის არ იქნება საკმარისი, ველოდებით ოფიციალური დოკუმენტების გაფორმებას კონკრეტულ ვალდებულებებთან დაკავშირებით",-ამბობს ზურა ჯირკველიშვილი. 

Read 665 times